მთავარი მსოფლიო UNITED NATIONS გაერო: უკრაინაში 14 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია

გაერო: უკრაინაში 14 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ფილიპო გრანდის შეფასებით, ეს ბოლო ათწლეულებში იძულებით გადაადგილების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა. მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ევროპა ვერ უმკლავდება შექმნილ კრიზისს.

მისი თქმით,  ევროკავშირს ღია, კარგად ორგანიზებული და, უპირველეს ყოვლისა, ერთიანი რეაგირება ჰქონდა ლტოლვილებთან დაკავშირებით. ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროპა გადაივსო, გადაადგილება შეუძლებელია და რომ საზოგადოება მხარს არ უჭერს ლტოლვილებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

უკრაინელები ახლა უმძიმეს პირობებში არიან, მათ წინ ცივი ზამთარიც ელით.  გრძელდება მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გრანდიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანატარული დახმარება არ არის საკმარისი.

არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა სააგენტოები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართული პრობლემის მოგვარებაში. ომის გაგრძელების შემთხვევაში გაიზრდება იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა. სააგენტოები კი ამისთვისაც მზად უნდა იყვნენ.

უახლესი

სხვა ამბები

გაეროგაერო

Send this to a friend