მთავარიაზიაისრაელიისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ეგზიტპოლის შედეგებით ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ,,ლიკუდმა“ ახალი ულტრამემარჯვენე მოკავშირეების – რელიგიური სიონისტური პარტიის დახმარებით, გამარჯვება მოიპოვა.

საკანონმდებლო ორგანოში შესაძლოა, კვლავ უმსხვილესი პარტია აღმოჩნდეს, თუმცა ბოლო გამოკითხვებით, მას 120-ადგილიან ქნესეთში მანდატების უმრავლესობის მოსაპოვებლად ხმები აკლია.

არჩევნებს სავარაუდოდ, კოალიციის ჩამოყალიბებაზე მრავალკვირიანი მოლაპარაკებები მოჰყვება და არ არის გამორიცხული, ახალი არჩევნებიც დაინიშნოს.

ნეთანიაჰუს მთავარი კონკურენტი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი ცენტრისტული პარტიის იეშ ატიდთან  ერთად სავარაუდოდ, მთლიანობაში 54 მანდატს მოიპოვებს.

ნეთანიაჰუს ახალი პარტნიორები, მემარჯვენე ექსტრემისტული რელიგიური სიონისტური პარტია, როგორც ჩანს, უპრეცედენტო წარმატებას მიაღწევენ, 13 ან 14 მანდატით, რაც მათ სიდიდით მესამე პარტიად აქცევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend