მთავარი მსოფლიო კავკასია პუტინის მცდელობა ითამაშოს შუამავლის როლი ბაქოსა და ერევანს შორის

პუტინის მცდელობა ითამაშოს შუამავლის როლი ბაქოსა და ერევანს შორის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლა, შეხვედრის მიზანი ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტის გადაჭრისკენ წინსვლის მცდელობა იყო.

“სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე ჯერ კიდევ შორია, ადრეა ამ ხელშეკრულების დეტალებზე საუბარიც, ვინაიდან საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან, კომპრომისის მიღწევის ერთადერთი გზა კი შუამავალი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ამ პროცესში თანამონაწილეობაა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სომხეთის პრემიერ – მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა კონკრეტული შედეგის მომტანი იყო, მაგრამ ვლადიმერ პუტინს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

სამი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბაქო და ერევანი ძალის გამოყენებისგან თავს შეიკავებენ და დავას ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით მოაგვარებენ.

რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დებულებების განხილვასაც დაეთმო.

მთიანი ყარაბაღის მეორე ომში ორივე მხრიდან 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მოსკოვმა კი რეგიონში 2 ათასამდე ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელი განათავსა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, სექტემბერში კონფლიქტს კიდევ 200 სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

უახლესი

სხვა ამბები

პუტინიპუტინი

Send this to a friend