მთავარიკუბიილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო დაითხოვა

ილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო დაითხოვა

ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელმაც სოციალური ქსელი ტვიტერი გასულ კვირას შეიძინა, კომპანიის დირექტორთა საბჭო დაითხოვა, რითაც გააძლიერა თავისი კონტროლი პლატფორმაზე. რა ცვლილებებს გეგმავს მასკი უცნობია, თუმცა მედიასთან პერიოდულად საუბრობს იმ სიახლეებზე, რომლის შეტანაც თავის ახალ კომპანიაში სურს.

მათ შორის არის სისტემის ცვლილება, თუ როგორ ხდება ტვიტერის ანგარიშის ე.წ. ვერიფიკაციის პროცესი, როდესაც ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, უკეთდება დამადასტურებელი ნიშანი, რომ ანგარიში რეალურად მფლობელის მიერ იმართება.

ილონ მასკი განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვითაც ტვიტერის მომხმარებელმა თვეში ერთხელ უნდა გადაიხადოს 20 დოლარი, იმისათვის, რომ შემოწმებული ანგარიშის ლურჯი ნიშანი ჰქონდეს.

მასკმა თავისივე ტვიტერზე დაწერა, რომ ავთენტური ანგარიშების დაწესების სისტემა ამ წუთებში მუშავდება. მასკის თანამშრომელმა ტვიტერზე გამოკითხვაც ჩაატარა, რაზეც უმრავლესობა პასუხობს, რომ საერთოდ არ სურთ ამაში თანხის გადახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend