ფილიპინების რესპუბლიკაში დამანგრეველი შტორმის დროს ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, რადგან ერთი სოფელი მთლიანად დაფარა მეწყერმა. რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობების შედეგად თითქმის 2 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
მაშველთა დიდი გუნდი ბულდოზერებითა და მეძებარი ძაღლებით აგრძელებს მუშაობას და გადარჩენილთა ამოყვანას ცდილობს. სამხრეთის სოფელ კუსიონგში ამბობენ, რომ მეწყერმა მთლიანად დაფარა სახლები და, სავარაუდოდ, ადამიანებიც ჩაიყოლა.
დაზარალებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი. თითქმის ერთი მილიონი მოქალაქე ეკაკუაციის ცენტრებსა და სასტუმროებშია გადანაწილებული. დანარჩენები მათ ნათესავებთან გადაიყვანეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყანაში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი, რადგან წყალდიდობის შედეგად განადგურებულია 4100 საცხოვრებელი სახლი და 16 260 ჰექტარზე გაშენებული ბრინჯისა და სხვა კულტურების პლანტაციები.