მთავარიგადაცემებიHere we growესპანური სიდრის საიდუმლო

ესპანური სიდრის საიდუმლო

ესპანეთის სიდრის წარმოებით ცნობილ ასტურიის რეგიონში სიდრს 500-ზე მეტი სახეობის ვაშლისგან ამზადებენ

ესპანეთის ასტურიის რეგიონის ხიბლს ვერ იგრძნობ, თუ მის  ვაშლის ბაღებსა და სიდრის სახდელ ქარხნებს არ მოინახულებ.

ქალაქი ვილიავისიოსა ასტურიული სიდრის წარმოების ცენტრია. ასტურიული სიდრი კი  მიკროზონის ხარისხის ნიშანთან ასოცირდება. ეს რეგიონი ესპანეთში სიდრის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, ევროპაში კი  მეოთხე ადგილი უკავია.

ვაშლის ბაღების სამოთხე

ვილიავისიოსა თავისი ნაყოფიერი ნიადაგის წყალობით, რომელსაც რეგიონის ყველაზე დიდი შენაკადი რწყავს, ვაშლის ბაღებისთვის უბრალოდ სამოთხეა. ერთ-ერთი ვაშლის ბაღის პატრონი ოვიდიო ტომასი ამბობს, რომ ასტურიაში დაახლოებით 500 სახეობის ვაშლი მოდის, მის  მიკროზონაში 8-10 სახეობა ხარობს. თუმცა მხოლოდ  76 სახეობის ვაშლი ითვლება ვარგისად ხარისხის ნიშნის მქონე სიდრის წარმოებისთვის.

„სიდრის ვაშლი მწკლარტე და ტკბილი უნდა იყოს…ასევე მომჟავო და წვნიანი,“ – განმარტავს ოვიდიო.

თითოეული ვაშლის სახეობა განსხვავებულ სურნელს იძლევა. შემდეგ უკვე სიდრის მწარმოებელზეა დამოკიდებული, როგორ სიდრს დაამზადებს,  ბუნებრივს, ორგანულ ყინულოვანს თუ შუშხუნას..ზუსტად ისე, როგორც ამ სიდრის სახდელ საწარმოში აკეთებენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი საწარმოა რეგიონში.

ტანო Tano  სიდრის მწარმოებელების მეოთხე თაობის წარმომადგენელია. იგი არჩევს ვაშლის ჯიშებს…მჟავიანობის, სიტკბოსა და სიმწკლარტის მიხედვით.

ტანო კოლადა, სიდრის საწარმო El Gaitero-ს სპეციალისტი:

“სიდრის ტიპის მიხედვით ვარჩევთ ვაშლის ჯიშებს. არის ისეთი სიდრი, რომელიც ვაშლის სხვადასხვა ჯიშის შერევით კი არ მიიღება, არამედ ქიმიური და ფიზიკური მახასიათებლების ანალიზის შედეგად. თუ გარკვეული დონის მჟავიანობა და სიმწკლარტე მინდა მივიღო, 3, 4, 6, 8 ან 10 სახეობას ვურევ ერთმანეთში.“

დახვეწილი ოქროსფერი შუშხუნა სიდრი

ერთ საოცარ ისტორიული მარანში, რომელშიც ძველი წაბლის კასრები დგას და რომელიც 1898 წელს აშენდა, მეცხრამეტე საუკუნეში გაჩნდა იდეა, რომ  „შუშხუნა“ ბუნებრივი სიდრი ეწარმოებინათ.

ტანო კოლადა, სიდრის საწარმო El Gaitero-ს  სპეციალისტი:

„ეს ამ მარანში მოხდა, სადაც სიდრი დუღს, შუშხუნა რომ გამოსულიყო, სიდრს ბოთლში ჩასხმამდე ფერმენტაციის დროს გამოყოფილი აირი ისევ დაამატეს. ამ გზით სიდრი ამერიკაში ექსპორტზე გასაგზავნად მოამზადეს.“

დღესდღეობით შუშხუნა სიდრი მეორადი ფერმენტაციით მიიღება –  ისევე როგორც  „კავა“ ან „შამპანური.“

ტანო კოლადა, სიდრის საწარმო El Gaitero-ს სპეციალისტი:

„აქ არის ბოთლები, რომლებშიც მეორადი ფერმენტაციის სიდრი გვაქვს. 18 თვის განმავლობაში ვაბრუნებთ ამ ბოთლებს, დღეში წრის მერვედით ვაბრუნებთ, რათა საფუარისგან დაიწმინდოს, როგორც, აი, ამ ბოთლში, რათა სიდრი კამკამა იყოს და არა ამღვრეული.“

თხრობა ქალი

სწორედ ასე დგება შესანიშნავი სიდრი, მსუბუქად შუშხუნა და ოქროსფერი…

“მე ვგრძნობ სიმჟავეს, ცოტა სიმწკლარტესა და ბოლოს მოტკბო გემოს, რაც იმ ვაშლის დამსახურებაა, რომელიც ვნახეთ“, – ამბობს ტანო.

ყინულის სიდრი

ვილიავისიოსაში  სიდრის ერთ ოჯახურ საწარმოში  ტრადიცია ინოვაციად იქცა!

“აქ უამრავი სახეობის ვაშლი გვაქვს, მწვანე, წითელი, მსხვილი, საშუალო და წვრილი. ყველაფერია შერეული,“ – გვიხსნის ტინო კორტინა საწარმო Cidra Cortina-ს სპეციალისტი.

ტინოა სიდრის  ტრადიციული წესით გამოხდის პროცესს გვაჩვენებს, რომლის დროსაც ვაშლს ჭყლეტენ და მიღებულ წვენს კასრებში ასხამენ, რათა დადუღდეს. საოჯახო კომპანია ტრადიციას მისდევს, მაგრამ არც სიახლეზე ამბობს უარს…მათ ე.წ. „ყინულის სიდრის“ დამზადება დაიწყეს, რომელიც გაყინული ვაშლის წვენით მზადდება. ასე ხდება ბუნებრივი შაქრის გამოყოფა.

ეს ტკბილი სასმელი ტინომ შემთხვევით აღმოაჩინა. მისმა სურნელმა ტინო ბავშვობაში დააბრუნა…

„ამ სურნელმა იმ ვაშლის სუნი გამახსენა, რომელსაც ბებიაჩემი ზამთარში ბეღელში ინახავდა. ამ არომატმა მაფიქრებინა, ასტურიაში ყინულის სიდრის დამზადების გზა მომეძებნა,“ – ამბობს ტინო.

თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ამ რეგიონში ტრადიციული სიდრი ყველაზე პოპულარულია. ეს მხოლოდ სასმელი კი არ არის, არამედ ასტურიის კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა. მას მცირე რაოდენობით მიირთმევენ და ჩამოსხმის განსაკუთრებული რიტუალი აქვთ რომელსაც’ ესკანსიადო“ ეწოდება.

როგორც ასტურიელი მწერალი ვალენტინ ანდრესი Valentin Andrés ამბობს: „თუ ვაშლმა სამოთხე დაგვაკარგინა, ის შეიძლება სიდრმა დაგვიბრუნოს.“

ავტორი: კრისტინა გინერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend