მთავარიევროპაუნგრეთიენერგოკრიზისის გამო უნგრეთის ათეულობით ქალაქში დაწესებულებები იხურება

ენერგოკრიზისის გამო უნგრეთის ათეულობით ქალაქში დაწესებულებები იხურება

ენერგორესურსებზე ფასების მატებით გამოწვეული პრობლემა ყველაზე მეტად თეატრებს, სპაცენტრებს, საცურაო აუზებს, ბიბლიოთეკებს, მუზეუმებსა და სპორტულ დაწესებულებებს შეეხო. ერთ-ერთი ასეთი ქალაქია სეგედი.

ქალაქის მერის მოადგილე ტამაშ კოვაჩი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი შვიდჯერ გაიზარდა, თუმცა მთავრობას არაფერი გაუკეთებია მათ დასახმარებლად. მისი თქმით, უნგრეთის სახელმწიფომ მუნიციპალური სექტორისთვის შექმნა დისფუნქციური სისტემა, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში სექტემბრიდან მოქმედებს, რაც ართულებს სავალდებულო საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებას. ისინი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვითა და გარკვეული დაწესებულებების დახურვით ცდილობენ  პრობლემის მოგვარებას.

მსგავსი ვითარებაა მთელ ქვეყანაში. ხელისუფლება ყოველდღე ახალ ზომებს იღებს.

სეგედის გვერდით პატარა ქალაქ მაკოში ჯერჯერობით არ დაკეტილა აბანო, რომელიც ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.

სპაცენტრში სხვადასხვა პროცედურა აქვთ. სპაცენტრის მენეჯერი ნოემი პაპი ამბობს, რომ განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი საუნას ჰყავს. მათ ცენტრში რამდენიმე საუნაა, თუმცა ერთდროულად ყველას ვერ ამუშავებენ.

მუზეუმთან ერთად დაიკეტა სპორტული დარბაზიც. „ევრონიუსი“ ადგილობრივებს გაესაუბრა. ისინი იძულებული არიან, შეეგუონ მკაცრ რეალობას.

ბუდაპეშტში დაწესებულებები ჯერჯერობით ღიაა, თუმცა კერძო სექტორი დედაქალაქშიც  მძიმე მდგომარეობაშია.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი, 499-ნომრიანი სასტუმრო „უნგრეთი“ მარტამდე შეაჩერებს მუშაობას.

წინასწარი ჯავშნების გათვალისწინებით, ადმინისტრაციამ მისი დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სასტუმროს ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ მუშაობა ეკონომიკურად მომგებიანი არ იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend