მთავარიკუბიილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ი იყიდა

ილონ მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ი იყიდა

ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალური ქსელი ტვიტერი თავისი კომპანიების გრძელ სიას დაამატა. შეთანხმება კომპანიის შეძენის შესახებ დღეს უნდა დასრულებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასკს ელოდა სასამართლო პროცესი, სადაც გამარჯვების შანსები მცირე იყო.

მიმდინარე კვირაში, მასკმა საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის შედის ტვიტერის ოფისში სან-ფრანცისკოში, ხელში უჭირავს სამზარეულოს ნიჟარა და ვიდეოს აქვს წარწერა „მოდით ეს ჩაიძიროს“ –  რას გულისხმობდა ამით მასკი, მისი გამომწერები მსჯელობდნენ და უმრავლესობა შეთანხმდა, რომ სავარაუდოდ, ის გულისხმობდა ცვლილებების პროცეს, რომელიც უნდა დაიწყოს კომპანიაში.

 

ილონ მასკმა ტვიტერზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნდა სადაც წერს, რომ მისი ინტერესი პლატფორმის მიმართ არ არის დაკავშირებული ფულის გამომუშავებასთან. მისი თქმით, ამ გზით სურს, დაეხმაროს კაცობრიობას, რათა ხალხს ჰქონდეს საერთო ციფრული სამოქალაქო პლატფორმა.

გარდა ამისა, ის დაპირდა გამომწერებს, რომ შეამსუბუქებდა კონტენტის მოდერაციის წესებს და მოუხსნიდა ბლოკს ზოგიერთ მომხმარებელს, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

2022 წლის აპრილში ილონ მასკი გახდა ტვიტერის უმსხვილესი აქციონერი, მასკმა აქციების 9,1% 2 მილიარდ დოლარად.

ბიზნესმენი ამბობდა, რომ მზად იყო ეყიდა დარჩენილი აქციებიც, რაც ჯამში 44 მილიარდი დოლარი ჯდებოდა, თუმცა უკვე ივლისში მასკმა გადაიფიქრა, რადგან კომპანიამ მასკს არ გადასცა დეტალური ინფორმაცია პლატფორმაზე ყალბი ანგარიშების რაოდენობის შესახებ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend