მთავარი ამერიკა ბრაზილია წინასწარი მონაცემები: ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიუ ლულა ლიდერობს

წინასწარი მონაცემები: ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუის ინასიუ ლულა ლიდერობს

30 ოქტომბერს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა და მემარცხენე ლიდერმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ადგილობრივი მერების მხარდაჭერა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურა დასრულდა, 30 ოქტომბრის არჩევნებს, ბრაზილიაში ყველაზე გარდამტეხ არჩევნებად მიიჩნევენ.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ გამარჯვებულს ის ამომრჩეველი გამოავლენს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია ვის დაუჭიროს მხარი. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს ყოფილი პრეზიდენტი ლულა, თუმცა მოქმედ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, ბრაზილიას საფრთხე დაემუქრება, თუ კორუმპირებული მემარცხენე ლიდერი ეყოლება. მან ლულა უზენაესი საარჩევნო სასამართლოს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ბოლსონარუ ირწმუნება, რომ რადიოსადგურები საარჩევნო რეკლამას ოპონენტის სასარგებლოდ, არათანაბრად ავრცელებენ. თუმცა მას ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვს. არჩევნების პირველ ტურში ხმების უმრავლესობა ლულამ დააგროვა.

მეორე ტურში დამარცხების შემთხვევაში ბოლსონარუმ შესაძლოა არჩევნების შედეგები არ აღიაროს.

უახლესი

სხვა ამბები

ლუის ინასიუ ლულალუის ინასიუ ლულა

Send this to a friend