მთავარი მსოფლიო ევროპა ევროპაში კორონავირუსის მორიგ ტალღას ნოემბრის ბოლოს ელიან

ევროპაში კორონავირუსის მორიგ ტალღას ნოემბრის ბოლოს ელიან

მომავალ კვირებში ევროპას კორონავირუსის ახალი ტალღა დაატყდება თავს. ამის შესახებ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით,  პანდემია არ დასრულებულა და ომიკრონის ვარიანტი განაგრძობს მუტაციას. მათ გააფრთხილეს საზოგადოება, რომ ზოგიერთი შტამი სხვა შტამებზე უფრო შემაშფოთებელია.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ჯანრთელობის საფრთხეებისა და ვაქცინათა სტრატეგიის ხელმძღვანელი მარკო კავალერი ამბობს, რომ გასულ კვირას ომიკრონის ერთ-ერთი ვარიანტი, სახელწოდებით ბი-ქიუ 1 (BQ1) უკვე გამოვლინდა ევროკავშირის სულ მცირე 5 ქვეყანასა და ევროპის  ეკონომიკურ ზონაში. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ამ შტამის ქვეშტამები ნოემბრის შუა პერიოდიდან დომინანტი გახდება.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოდგომასა და ზამთარში კორონავირუსი და გრიპის ვირუსი ერთდროულად გავრცელდება.

სააგენტო მოქალაქეებს, განსაკუთრებით რისკჯგუფებში მყოფ ადამიანებს, რეკომენდაციას უწევს, გაიკეთონ ორივე ვაქცინა.

არსებული ვაქცინები ჯერჯერობით ეფექტიანია, თუმცა კორონავირუსის სხვადასხვა შტამი ისე სწრაფად განიცდის მუტაციას, რომ შესაძლოა, ვაქცინას სრულყოფილი შედეგი აღარ ჰქონდეს.

უახლესი

სხვა ამბები

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend