მთავარიევროპაუკრაინაბახმუტი - ომის ამჟამინდელი ეპიცენტრი

ბახმუტი – ომის ამჟამინდელი ეპიცენტრი

დონბასის რეგიონში მდებარე ქალაქ ბახმუტში უკვე რამდენიმე კვირაა, რუსულ და უკრაინულ არმიებს შორის მძიმე შეტაკებებია. ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ლოგისტიკური, ასევე შეტევითი სამხედრო ოპერაციების წარმოების თვალსაზრისით. ქალაქი მუდამ იბომბება.

სამხრეთის რაიონებში მოსახლეობას ჯერ კიდევ არ მიეწოდება  ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, მათ არც სასმელი წყალი აქვთ. ბახმუტის მიმართულებით რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ იბრძვის.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები კვლავ ესხმიან თავს დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ ბახმუტს. უკრაინული ჯარები კი ქალაქს არ თმობენ. ადგილობრივი მოსახლეობა მძიმე პირობებშია.  ბახმუტის მკვიდრთ ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია,  ბუნებრივი აირი  და სასმელი წყალი.

ქალაქში არც საკვებია. რუსული ჯარების მიერ საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვას  ყოველდღე ეწირებიან  მშვიდობიანი მოქალაქეები.

ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რთული პროცესია. ბახმუტის ჩრდილოეთი და დასავლეთი რაიონები ბრძოლის ველად არის ქცეული. მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. ქალაქში არტილერიის ხმა არ წყდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend