მთავარიკუბიგამოკითხული უკრაინელების 86% საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას მხარს უჭერს - კვლევა

გამოკითხული უკრაინელების 86% საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას მხარს უჭერს – კვლევა

კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა.

გამოკითხვა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის კიევზე ინტენსიური საჰაერო დარტყმების შემდეგ, 21-23 ოქტომბერს ჩაატარეს, რომლის საშუალებითაც გამოჩნდა, რომ გამოკითხულთა 86% აუცილებლობად თვლის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სარაკეტო იერიშები არ შეჩერდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ხარკივისა და დონეცკის ოლქებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობა,  69% მხარს უჭერს ბრძოლას გამარჯვებამდე.

დაახლოებით მსგავსი შედეგები გამოაქვეყნდა ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია Gallup-მა, რომელმაც სექტემბრის დასაწყისში მცირე გაამოკითხვა ჩაატარა. გაირკვა, რომ უკრაინელების 70% ბრძოლის გაგრძელებას მხარს უჭერს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend