მთავარი მსოფლიო UNITED NATIONS გაეროს გენერალური მდივანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ეწვია

გაეროს გენერალური მდივანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ეწვია

გაეროს გენერალური მდივანი ინდოეთის მთავრობასა და პრეზიდენტ ნარენდრა მოდის მოუწოდებს, სათავეში ჩაუდგეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას. ანტონიუ გუტერეში ინდოეთს 2-დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

გუტერეშმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ინდოეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ინდოეთს შესანიშნავი  შესაძლებლობა აქვს,  ამ მიმართულებით გლობალური დღის წესრიგი შეიმუშაოს.

ანტონიუ გუტერეშმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჭიროა ყველამ ერთად შეცვალოს ეკონომიკა და ცხოვრების წესი. ეს მათ დედამიწის რესურსების სამართლიანად განაწილებაში დაეხმარება, შესაბამისად, გამოიყენებენ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა. მისი თქმით,  მსოფლიოს ინდოეთის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ახლა დიდი ოცეულის პრეზიდენტობისთვის ემზადება.  მას შეუძლია შექმნას მდგრადობის ახალი ერა, რომელიც სრულად შეესაბამება ინდოეთის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს.

ინდოეთი, რომლის მოსახლეობა დედამიწის მოსახლეობის 1 მეექვსედს შეადგენს, ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც, მავნე აირების გამოყოფის თვალსაზრისით, მაღალი მაჩვენებელი აქვს.

გასული წლების განმავლობაში ინდოეთზე განსაკუთრებით სწრაფად და უარყოფითად აისახა გლობალური დათბობის შედეგები. გახშირდა გვალვა და წყალდიდობა, რომლებმაც სერიოზული ზიანი მიაყენეს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლებს.

უახლესი

სხვა ამბები

გაეროს გენერალური მდივანიგაეროს გენერალური მდივანი

Send this to a friend