მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფომანჩესტერში ჩინეთის საკონსულოში აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მანჩესტერში ჩინეთის საკონსულოში აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ჩინეთის საკონსულოში ჰონგ-კონგის მხარდამჭერ დემონსტრანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იენ დუნკან სმიტი ინციდენტში მონაწილე ჩინელი დიპლომატებისა და საკონსულოს თანამშრომლების ქვეყნიდან გაძევებასა და პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას მოითხოვს.

ჩინური მხარე საპასუხოდ აცხადებს, რომ მომიტინგე საკონსულოს ტერიტორიაზე არაკანონიერად აღმოჩნდა და საფრთხე შეუქმნა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობას.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იენ დუნკან სმიტი მოუწოდებს მთავრობას,  რომ ქვეყნიდან გააძევოს ის ჩინელი დიპლომატები, რომლებიც ჰონგ-კონგის მხარდამჭერ აქციის მონაწილეს მანჩესტერის საკონსულოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. იგი მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს აღიარებას, რომ ინციდენტში მონაწილე პირების ქმედება მიუღებელია. მისი თქმით, თუ ამ დანაშაულში კონსულებიც მონაწილეობდნენ, მათაც უნდა დატოვონ თანამდებობა.

ასევე აუცილებელია  ელჩის გამოძახება. მან  ბოდიში უნდა მოიხადოს. იენ დუნკან სმიტს მიაჩნია, რომ მთავრობამ ინციდენტში მონაწილეები პერსონა ნონ გრატად უნდა გამოაცხადოს.

დემონსტრანტი ბობ ჩანი ქმედით ნაბიჯებსა  და ცვლილებებს მოითხოვს.

დაზარალებული ბობ ჩანის აზრით,  ეს შემაშფოთებელი ინციდენტი ასახავს ჩინეთის საკონსულოს თანამშრომლების დამოკიდებულებას კანონისადმი. ის ფიქრობს, რომ  დიდი ბრიტანეთი უსაფრთხო ადგილია, სადაც სიტყვის თავისუფლებას აფასებენ. მისთვის მიუღებელია, რომ საკონსულოს თანამშრომლები დღისით, მზისით ხალხს სცემდნენ.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბობ ჩანი ჩინეთის საკონსულოს იატაკზე წევს და საკონსულოს თანამშრომლები მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს,  რომ მომიტინგე კანონის დარღვევით აღმოჩნდა საკონსულოს ტერიტორიაზე და იგი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნიდა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend