მთავარიამერიკაჩილეპროტესტი უთანასწორობის წინააღმდეგ ჩილეში

პროტესტი უთანასწორობის წინააღმდეგ ჩილეში

ჩილეს რამდენიმე ქალაქში უთანასწორობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების მესამე წლისთავი დემონსტრაციებით აღნიშნეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეთა დაპირისპირება მოჰყვა. დედაქალაქ სანტიაგოში დემონსტრანტები პოლიციას ალმოდებულ საგნებსა და ქვებს ესროდნენ.  პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 2019 წელს გამართულ აქციაზე მთავარი მოთხოვნები ჯანდაცვის პირობების, განათლების გაუმჯობესება და პენსიების გაზრდა იყო. დაპირისპირებას მაშინ 33 ადამიანი ემსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა.

სამი წლის წინ არეულობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, ახალი კონსტიტუცია შეემუშავებინა, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს,  ის არ დაუმტკიცებიათ. ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი  მოსახლეობას დაილოგისკენ მოუწუდებს.

პრეზიდენტის თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ ჯერჯერობით, ვერ მიაღწიეს ისეთ რეფორმებს, რომლებიც ჩილეს მოსახლეობის სოციალურ პირობებსა და უფლებებს გააუმჯობესებდა.

ახალი კონსტიტუცია ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა. მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე კი ჩილეს მოსახლეობა კვლავ ითხოვს ცვლილებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend