მთავარისაქართველომწვანე ბარათის გათამაშება - როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია წელს

მწვანე ბარათის გათამაშება – როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია წელს

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზის, ანუ მწვანე ბარათის მისაღებად, რეგისტრაცია 5 ოქტომბერს დაიწყო და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება.
წელს დარეგისტრირებულებისთვის 55 ათასი მწვანე ბარათი გათამაშდება. სახელმწიფო დეპარტამენტი შემთხვევითობის პრინციპით, კომპიუტერის საშუალებით შეარჩევს კვალიფიცირებულ განაცხადებს თითოეულ რეგიონსა და ქვეყანაში გამოყოფილი ვიზების რაოდენობის მიხედვით.

საქართველოში ყოველ წელს იზრდება როგორც მსურველების, ასევე გამარჯვებულების რაოდენობა.

მწვანე ბარათის გამარჯვებული დიანა ცერცვაძე აშშ-ში 5 წლის წინ წავიდა. ის ჰყვება, რომ ჩასვლისას კულტურული შოკი არ ჰქონია, რადგან ზუსტად ისეთი ამერიკა დახვდა, როგორსაც ფილმებსა და სერიალებში ხედავდა.

„დიდი კულტურული შოკი პირველად რომ ჩავედი არ მქონია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თითქოს ფილმებიდან, სერიალებიდან ვიცოდი –  ნიუ-იორკი ასეთია, მადლიერების დღეს ასე აღნიშნავენ, შობას ასე. საინტერსო ის არის, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხდები რეალურად რამდენად განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ და ზოგადად აზროვნების წესიც კი. მთავარი მიზეზი გადასახლების ალბათ იყო ის, რომ გვცოდნოდა, რას ნიშნავს იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, რომელიც შენზე ზრუნავს ოდნავ უფრო მეტად ვიდრე საქართველოში ვგრძნობდი ამას“, – აღნიშნავს დიანა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისთვის, „მწვანე ბარათი“ საქართველოში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მოიგო. ყოველწლიურად კი ორმაგდება გათამაშებაში მონაწილეების მსურველთა რაოდენობა.

Turebi.ge-ის ხელმძღვანელი ნიკა გოგოლაძე, რომლებიც მოქალაქეების მწვანე ბარათის აპლიკაციის შევსებაში ეხმარება აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად ხდება მსოფლიოში კვოტების გადანაწილება და მიღებული აპლიკაციიდან ხდება განსაზღვრა თუ რამდენიმე ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს კონკრეტულ ქვეყანაში.

“ ათი წლის წინ ძირითადად რეგისტრირდებოდა ადამიანთა ისეთი კატოგორია, რომელსაც უფრო მეტად გაქცევა უნდოდა ქვეყნიდან და აქ ვერ მოახერხა რეალიზება. ადრე 30-40 ათასზე მეტი მსურველი არ იყო და ზოგადად ინტერესი და ნდობა ამ გათამაშების მიმართ ძალიან დაბალი იყო. დღეს ყველა თითქმის დარწმუნებულია რომ ეს გათამაშება ნამდვილად არსებობს. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ავსებდა აპლიკაციას, იყო პერიოდი როდესაც ოჯახები ავსებდნენ, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ასაკობრივი სეგმენტი გამოთქვამს სურვილს”, – აღნიშნავს სპეციალისტი.

“მწვანე ბარათის” რეგისტრაციის ფორმა ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია. წელს გაუქმდა საზღვარგარეთ მოგზაურობისათვის საჭირო პასპორტის აუცილებლობა, ამიტომ ექსპერტების აზრით, მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend