მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში სტუდენტები პრეზიდენტ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოდიან

ბრაზილიაში სტუდენტები პრეზიდენტ ბოლსონარუს წინააღმდეგ გამოდიან

ბრაზილიაში, სან-პაულუსა და რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ გამოდიან. პრეზიდენტმა ბოლოსონარუმ, რომელიც 30 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იბრძვის, განათლებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი შეამცირა, რამაც პროტესტი გამოიწვია.

სტუდენტთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელობით გამართულ აქციაზე ბრაზილიის დროშებთან ერთად, სტუდენტებს მემარცხენე კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას მხარდამჭერი ბანერებიც ეჭირათ.

“ბოლსონარუს გონია, რომ ბრაზილიის პრობლემებს ძალადობითა და პანიკის დანერგვით მოაგვარებს. ჩვენ კი გვესმის, რომ სწორი გზა განათლება, წიგნები და საგანმანათლებლო ინვესტიციებია. ლულა იყო პრეზიდენტი, რომელმაც ყველაზე მეტი საჯარო და ფედერალური უნივერსიტეტი გახსნა, მათ შორის ჩემი უნივერსიტეტიც,” ამბობს აქციაზე მისული 21 წლის ბეატრიზ რიბასი.

ბრაზილიის სენატის ორგანიზაციის, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტის ინფორმაციით, წელს განათლების სამინისტროს თითქმის 3 მილიარდი რეალი გაუყინეს, რაც დაახლოებით 600 ათას ამერიკულ დოლარს უდრის. ბრაზილიაში ყველაზე მეტად სწორედ განათლების სამინისტრო დაზარალდა.

ოქტომბრის დასაწყისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 48 პროცენტით ლულამ მოიგო. ბოლსონარუს ხმათა 43 პროცენტი ჰქონდა. წინასწარი გამოკითხვებით, მემარცხენე კანდიდატი ლულა ლიდერობს, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტ 2003-2010 წლებში იყო. თუმცა მისი უპირატესობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend