მთავარისაქართველოგენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს

გენპროკურორის არჩევის წესის ცვლილებას პარლამენტში დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს

საქართველოს პარლამენტმა 126-ხმით, ერთხმად – პირველი მოსმენით, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს – მის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.

ამ ცვლილების თანახმად, გენპროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით 90 ხმით უნდა აირჩიონ. თუ გენერალური პროკურორის არჩევა 90 ხმით ვერ მოხდება, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი არჩევა 76 ხმით, რასაც „ქართული ოცნება“ თავად უზრუნველყოფს, რომ გენპროკურორის გარეშე არ დარჩეს ქვეყანა. თუმცა, ამგვარად არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა 1 წლით განისაზღვრება, რომლის გასვლის შემდეგაც, პროცესი ხელახლა დაიწყება.

პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად, დეპუტატებს შორის კონსულტაციები გაიმართა, დაეჭირათ თუ არა მხარი ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტისთვის. ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სურდა მხარი დაეჭირა ამ ცვლილებისთვის. მაგრამ, იმისათვის, რომ საერთოდ არ ჩავარდეს ეს საკითხი, რომელიც ევრორეკომენდაციებიდან ერთ-ერთია, სურვილის არ ქონის მიუხედავად, მაინც მისცეს ხმა კენჭისყრისას.

თავად კანონპროექტის ავტორსა და წარმდგენსაც არ მოსწონდა მათ მიერვე შემუშავებული კანონის პროექტი. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ამ ცვლილებას მხარს ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულებისთვის დაუჭერენ, თუმცა ის შინაარსობრივად არაკონსტიტუციურია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend