მთავარიევროპაუკრაინარუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის კვლავ გრძელდება პატიმართა გაცვლა.
ბოლოს 100-ზე მეტი უკრაინელი ქალი გაათავისუფლეს.

ყველაზე ასაკოვანი 62 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი – 21 წლის. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 37 ქალი მანამდე მარიუპოლში “აზოვსტალიდან” იყო ევაკუირებული.

ამავდროულად, უკრაინიდან 110 პატიმარი დაბრუნდა რუსეთში.
ამდენი ხნის განმავლობაში რუსეთის ადამიანთა უფლებების კომისარი პირველად  შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ ზოგიერთი უკრაინელი ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე დაატყვევეს, თუმცა, მისი თქმით,  ისინი არავის დავიწყებია.

დედაქალაქ კიევზე კი რუსმა სამხედროებმა დრონების გამოყენებით მორიგი იერიში მიიტანეს. საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ნანგრევების გაწმენდასა და დაზიანებული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაციას.

კიევის მცხოვრები ნატალია პოხომოვა აღშფოთებულია იმით, რაც ხდება. მისი თქმით, რუსებს ასმაგად დაუბრუნდებათ ის ბოროტება, რომელსაც ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადიან.

რუსეთში აცხადებენ, რომ ისინი დრონებს ლეგიტიმური სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ, ასეთია, მაგალითად, ელექტროქვესადგურები.
უკრაინა კი ამტკიცებს, რომ ამ იერიშებს ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend