მთავარიმსოფლიოNATONATO ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

NATO ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

ნატოს წვრთნები ხმელთაშუა ზღვაში 14 -დან 19 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება, წვრთნებში ნატოს მოკავშირე 10 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის არიან აშშ-ის, იტალიის, რუმინეთის, ლიეტუვის, უნგრეთის, რუმინეთისა და პოლონეთის სამხედრო ძალები.

წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირე ქვეყნების სარდლობისა და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას როგორც საზღვაო, ისე საჰაერო ძალებისთვის, რათა თავიდან აიცილონ საფრთხეები და დაიცვან ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიები.

,,ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, ალიანსის წევრებს შორის  კომუნიკაციის უნარები კიდევ უფრო დაიხვეწოს.  ჩვენ გვაქვს შესასრულებული მისიები.  ჩვენი გეგმები წრთვნების ფარგლებში ითვალისწინებს ფრენებს როგორც  ადრიატიკიდან ლიეტუვაში, ისე რუმინეთსა და უნგრეთში. პარალელურად, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ოპერაციებს ტირენიის ზღვაში. ასე რომ, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენი პარტნიორობა, ურთიერთთანამშრომლობით შესაძლებელია, შევიტყოთ,   როგორ მუშაობენ ჩვენი მეგობრები ამ ალიანსში“, – განაცხადა ნატო-ს მისიის ოფიცერმა დეივ პოლარდმა.

ნატოს ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ  რეკორდულად გაზრდიან ბიუჯეტს თავიანთი ჯარების სასარგებლოდ. რთული ვითარების მიუხედავად, ისინი მზად არიან დაძლიონ ნებისმიერი დაბრკოლება. მათ გამარჯვების იმედი აქვთ. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ,  ამ გამოცდის ჩაბარება რომ არ მოუწიოთ.

ნატოს ბოლო სამიტზე კი გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი უსაფრთხოების ახალი რეალობის წინაშე დგას. მას გრძელვადიან პერსპექტივაში თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend