მთავარიკუბიკრასნოდარის მხარეში რუსული ბომბდამშენი საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა

კრასნოდარის მხარეში რუსული ბომბდამშენი საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა

რუსეთში, კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში, 9-სართულიან სახლთან რუსული გამანადგურებლის “სუ 34-ის” ჩამოვარდნას სამხედრო მასალების აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 22 ადამიანი, თუმცა შესაძლებელია, რომ ნანგრევებს ქვეშ კიდევ რჩებოდნენ ადამიანები. ოფიციალური ინფორმაციით დაიღუპა 4 მოქალაქე.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსულმა ბომბდამშენმა ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა. იმ მომენტისთვის თვითმფრინავი სამხედრო აეროდრომიდან სამხედრო სწავლების ფარგლებში აფრენას ცდილობდა.

ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრეს და ისინი ცოცხლები არიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, ძრავაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჩიტები იყვნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა უცნობია რა მუხლით.

რაც შეეხება თავად რუსულ ბომბდამშენ “სუ 34-ს”, ის 2014 წელს შეიმუშავეს და რუსები მას იყენებდნენ სირიაში, ახლა კი უკრაინაში. აეროდრომი, რომლიდანაც ის აფრინდა, მარიუპოლიდან 70 კილომეტრში მდებარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend