მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო მომზადებას ევროპულ ქვეყნებში გადიან

უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო მომზადებას ევროპულ ქვეყნებში გადიან

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელმა სამხედროებმა წვრთნები უკვე დაასრულეს და სამშობლოში ბრუნდებიან.

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამხედრო განათლებას სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც მიიღებენ. საერთო ჯამში ამ პროცესში მონაწილეობას 15 ათასი უკრაინელი სამხედრო მიიღებს.

“თავდაცვითი სამხედრო განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო.  ყველამ კარგად დაინახა, როგორი წარმატებული იყო უკრაინელების კონტრშეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში. აქედან გამომდინარე, სწავლების შემდეგი ეტაპი შეტევით სამხედრო სწავლებას დაეთმობა. შესაბამისად, უკრაინული არმია უფრო მეტად იქნება მზად  წინსვლისთვის“, – განაცხადა ბრიტანელმა სამხედრომ კემპლი სმიტმა

უკრაინელი სამხედროები სამშობლოს საზღვრებს გარეთ გადიან სწავლებას. კრემლის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია კი ქაოტურად მიმდინარეობს. საზოგადოება უკმაყოფილოა, რადგან უკვე გავრცელდა ინფორმაცია ახალგაწვეული რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ. კრემლში კი აცხადებენ,  რომ მობილიზაციის პირობებში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend