მთავარიკუბიტრაგედია ვაკის პარკში - რას წერენ სოციალურ ქსელში

ტრაგედია ვაკის პარკში – რას წერენ სოციალურ ქსელში

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში მომხმარებლები სამძიმრის წერილებით ეხმაურებიან. მომხმარებლების დიდი ნაწილი თბილისის მერის გადადგომას ითხოვს.

სამძიმრის წერილს აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

“შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს”.

ასევე საქართველის მთავრობამ გამოაქვეყნდა პრემიერ-მინსიტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმარი.  „ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება.“

ტრაგედიის ფონზე განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია დეპუტატის გიორგი ამილახვარის კომენტარმა, რომელმაც თქვა, რომ არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყოლოდა მეთვალყურე, რომ “არ მოხდეს იმ ადგილას მისვლა სადაც რეკონსტრუქციაა”.  მოგვიანებით დეპუტატმა ბოდიში მოიხადა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ვრცელ კომენტარს აქვეყენებს საქართველოს სახალხო დამცველიც ნინო ლომჯარიაც.

“- 2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში 11 ადამიანი დაიღუპა სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…
– 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო…
ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითიც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად !!!!!
ჩვენ ეს კანონი სასწრაფოდ გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა სასამართლოს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა მისი მოქმედება, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია, ხოლო აჭარის მთავრობის მეთაურმა ჩვეულ სტილში “მოგვიხსენია”.
რატომ დავწერე ეს. იმიტომ დავწერე, რომ მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა – თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ”

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის ფეისბუკგვერდიდან და ვებგვერდიდანაც წაიშალა ინფორმაცია ვაკის პარკში მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ. ამას ყურადღება მიაქცია ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსმა ეთო ბუზიაშვილმა. მისი თქმით, ინფორმაციის სრული წაშლა ვერ მოხერხდება, რადგან გუგლი სარეზერვო სახით ინახავს თითოეული ვებგვერდის სურათს.

სოციალურ ქსელში საზოგადოება ორად გაიყო – მომხმარებლების ნაწილი ითხოვს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თბილისის მერმა კახა კალაძემ და გადადგას თანამდებობიდან, კალაძის მხარდამჭერების თქმით, კი ოპოზიციური ძალები ცდილობენ ტრაგედიის პოლიტიზირებას და უმჯობესია, რომ მოქალაქეები დაელოდონ გამოძიების შედეგებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend