დღეს 14 ოქტომბერს და საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო “სვეტიცხოვლობა-მცხეთობის” დღესასწაულზე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, დიმიტრი ზურაბიშვილმა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ეკლესიაში წირვა აღევლინება.
საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.