15 ოქტომბერს თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. დისკუსიები და შეხვედრები, რომელიც ფესტივალის ფარგლებშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებასა და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას.
ფესტივალი 20-ზე მეტ საერთაშორისო თუ ადგილობრივ მომხსენებელს უმასპინძლებს, მათ, ვინც აქტიურად აშუქებს მიმდინარე ომსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში სტუმრებმა, Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ფესტივალის ორგანიზატორმა, ელენე ჟვანიამ და რადიო თავისუფლების აღმასრულებელმა პროდიუსერმა, ფესტივალის თანაორგანიზატორმა, სოფიკო ვასაძემ ისაუბრეს