მთავარისაქართველოსაპატრიარქო: მცხეთობის დღესასწაულის ​ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

საპატრიარქო: მცხეთობის დღესასწაულის ​ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, ცნობა გაავრცელა.

ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმით​ 13 წლის ბავშვის დაღუპვის გამო 14 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.

“ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო”, – წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 13 წლის მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend