მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირის წევრი ქვეყნები ბუნებრივი აირს ერთობლივად შეისყიდიან

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბუნებრივი აირს ერთობლივად შეისყიდიან

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც  2023 წლის ზაფხულამდე ბუნებრივი აირის ერთობლივად  შესყიდვას გულისხმობს.

პრაღაში შეხვედრის დროს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის ფასები ცვალებადია და კრიზისის შესამსუბუქებლად სხვა ზომების გატარებაცაა აუცილებელი, მათ შორის, სადაც შესაძლებელია, უნდა შემცირდეს გაზის მოხმარება.

„რუსული  გაზის ნაკადი 10%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გადასვლამ შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ კომისია მუშაობს, რომ  ახალი  პაკეტი 18 ოქტომბერს წარადგინოს. ეს არ იქნება ბოლო პაკეტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სიტუაციის გათვალისწინებით შეიძლება ჩვენი მიდგომაც შევცვალოთ“, – ამბობს ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარი კადრი სიმსონი.

მანამდე მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ენერგეტიკის სანდო მიმწოდებელია. ის დასავლეთს ენერგეტიკული ბაზრის მუშაობის შეფერხებაში ადანაშაულებს.

“ევროპელები ღელავენ, მათთვის ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადები ერთ წელიწადში სამჯერ გაიზარდა. მოსახლეობამ, როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა, დაიწყო ზამთრისთვის შეშის მომარაგება. რა შუაშია რუსეთი? ისინი მუდმივად ასე იქცევიან.  ცდილობენ, საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალონ, ამ შემთხვევაში რუსეთს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა – ეს თქვენივე ბრალია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ,  რუსული ენერგია ნაკლებად გამოიყენონ, რადგან  მოსკოვი მათ შემოსავლებს ომის დასაფინანსებლად იყენებს. რუსეთიდან მიწოდების მკვეთრი შემცირების ფონზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამჟამად ბუნებრივი არისი ფასები თითქმის 90%-ით უფრო მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend