მთავარიკუბიმეტამ 400-ზე მეტი ფეისბუკის პაროლების „ქურდი“ აპლიკაცია აღმოაჩინა

მეტამ 400-ზე მეტი ფეისბუკის პაროლების „ქურდი“ აპლიკაცია აღმოაჩინა

კომპანია მეტას უსაფრთხოების ინჟინრების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშის მიხედვით,  გასულ წელს მათ გამოავლინეს 400-ზე მეტი თაღლითური აპლიკაცია, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპარვა იყო.

თაღლითური აპლიკაციები მომხმარებლებისგან ითხოვენ, ფეისბუკიდან თანხმობას და მხოლოდ მას შემდეგ ხდება აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელი, თუმცა სისტემაში ასეთი შესვლის მეთოდი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ჰაკერებმა მომხმარებლის პაროლი და სხვა პირადი ინფორმაცია მოიპაროს.

აღსანიშნავია, რომ მეტამ იპოვა მავნებელი აპლიკაციები როგორც კომპანია “გუგლის” ონლაინ მაღაზიაში ასევე „ეფლის” ონლაინ პლატფორმაზე.

ტექნოლოგიურ კომპანიაში უკვე აღნიშნეს, რომ აღმოჩენილი თაღლითური აპლიკაციები წაშლილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend