მთავარიაზიაირანიირანში საპროტესტო აქციებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები შეუერთდნენ

ირანში საპროტესტო აქციებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები შეუერთდნენ

ირანის დედაქალაქ თეირანში სტუდენტები ამირქაბირის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან კვლავ მართავენ საპროტესტო აქციებს. აქციის ორგანიზატორების თქმით, მიუხედავად დარბევისა, რომელის დროსაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით აქტივისტი დააპატიმრეს, აქციის მონაწილეები დანებებასა და დამორჩილებას არ აპირებენ.

ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის მაჰსა ამინის, ქურთული წარმოშობის ირანელი ქალის, გარდაცვალებას მოჰყვა. იგი თეირანში ზნეობის პოლიციის დაკავების შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ის ისლამურ რესპუბლიკაში დადგენილი ჩაცმულობის მკაცრი წესების დარღვევის გამო დააკავეს.

სტუდენტები საპროტესტო აქციებს ქუჩებში მართავენ. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლები გაფიცვას შეუერთდნენ.

ოთხი ათეული წლის წინ სწორედ ნავთობის ინდუსტრიის თანამშრომლებისა და მაღაზიებში მომუშავე პერსონალის მასობრივმა პროტესტმა და გაფიცვებმა შეუწყო ხელი ირანის რევოლუციასა და სასულიერო პირების ხელისუფლებაში მოსვლას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend