10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით წლევანდელი კვირეული ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე COVID-19-ის გავლენის შეფასებას მიეძღვნება.
ჯანმოს მონაცემებით, პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გლობალური კრიზისი შექმნა და მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.
2022 წლის 10 ოქტომბრის მასშტაბური კამპანიის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის – აქციოს გლობალურ პრიორიტეტად. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში პროფესორმა, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების ხელმძღვანელმა, ეკა ჭყონიამ ისაუბრა