მთავარისაქართველობათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა

2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

ერთი წლის შემდეგ, დღეს ჩამონგრეული კორპუსის ადგილას მოქალაქეები შეიკრიბნენ, სანთლები დაანთეს და ტრაგედიის დღე გაიხსენეს.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend