მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერებს რუსეთის „დასჯისკენ“ მოუწოდებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ლიდერებს რუსეთის „დასჯისკენ“ მოუწოდებს

რუსულმა ძალებმა ხუთშაბათს დილით სამხრეთ უკრაინის ქალაქ ზაპორიჟიას კვლავ შეუტიეს. საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დანაშაულია.

ზაპორიჟიაში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სამი კვირაა ასეთი თავდასხმები გრძელდება, მაგრამ აქამდე არცერთი ასეთი არ ყოფილა, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ქალაქის ცენტრში და თან დღისით.

პრაღაში ევროპელი სახელმწიფო მეთაურების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს რუსეთის „დასჯა“ სთხოვა.

“აუცილებელია აგრესორის დასჯა – სანქციების გაზრდა რუსეთის წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ყოველგვარი თანამშრომლობა რუსეთთან და მის კომპანიებთან. გამორიცხეთ იგი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ან მინიმუმ შეაჩერეთ მისი წევრობა, ეს შეეხება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობას და პირველ რიგში, გაეროს“, – მიმართა ევროპელ ლიდერებს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ ლიმანთან, სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია კვლავ გრძელდება. 78 წლის ვალენტინა ამბობს, რომ ისინი დაბრუნდნენ, რადგან ძალიან უნდოდათ სახლში ყოფნა, თუმცა აქ გაჩერება ახლა თითქმის შეუძლებელია.

“აქ ვცხოვრობდით. დაბომბვის დროს წამოვედით, თუმცა შემდეგ დავბრუნდით, რადგან ძალიან გვინდოდა მშობლიურ ადგილას ყოფნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი იყო. ვეღარ ვიტანთ, გული გვტკივა. უკვე არაფრის იმედი აღარ გვაქვს”, – წუხს ვალენტინა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ხერსონის რეგიონში ახლად მობილიზებული ახალწვეულების წვრთნის ამსახველი კადრები.

ხერსონის ოლქი ერთ-ერთია უკრაინის იმ ოთხი ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთი საკუთარ საზღვრებში მოიაზრებს.

იმ ტერიტორიების ზუსტი საზღვრები გაურკვეველია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ დაიცავს რუსეთის ტერიტორიას მისი სამხედროების ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend