მთავარი გადაცემები სხივი ჰონგ-კონგის სამეცნიერო პარკი დამწყებ ბიზნესთან თანამშრომლობს

ჰონგ-კონგის სამეცნიერო პარკი დამწყებ ბიზნესთან თანამშრომლობს

ჰონგ-კონგში დამწყები ბიზნესები  ინოვაციურ და სამეწარმეო მიმართულებას უნივერსიტეტებთან და ლაბორატორიებთან თანამშრომლობით ავითარებენ. ეს ყველაფერი კი ე.წ. „დიდი ყურეს“ (Greater Bay Area) პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

ჰონგ-კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პარკში ორი კვლევითი ჯგუფი გლობალურ თანამშრომლობას ავითარებს.  კომპანია Health@InnoHK -ი  ჯანდაცვაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო კომპანია  AIR@InnoHK – ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტების ტექნოლოგიებზე.

ჰონგ-კონგის  ნეიროდეგენერაციული დაავადებების ცენტრი ახლა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯთან და სტენფორდის უნივერსიტეტთან თანაშრომლობს.

ჰონგ-კონგის  ნეიროდეგენერაციული დაავადებების ცენტრის დირექტორი ნენსი იპი განმარტავს, როგორ ხდება ეს თანამშრომლობა.

„ჰონგ-კონგის სამეცნიერო პარკმა მოგვცა ინოვაციისა და ტექნოლოგიის განვითარებისთვის ძალიან საჭირო ინფრასტრუქტირა. სამეცნიერო პარკის ფარგლებში მოქმედ ბიოტექნოლოგიურ სტარტაპებს ერთმანეთთან თანაშრომლობით შეუძლიათ დიდი სინერგიული   ეფექტის მოტანა.“

მაგალითად, კომპანია AIR@InnoHK თანამშრომლობს ჰელენ მენთან –  ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის აღქმითი და ინტერაქტიული ინტელექტის ცენტრის ხელმძღვანელთან. ისინი მუშაობენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან და სხვებთან მოძრავი ელექტრონიკის განვითარების მიმართულებით.

 

„ამ მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია რებილიტაციის მიზნით, შესაძლოა, სპორტსმენებმაც გამოიყენონ  – ტანსაცმელში ჩამონტაჟებული სენსორებით იზომება სპორტსმენის მოძრაობები ვარჟიშის დროს,“ – ამბობს ელენი.

სამეცნიერო პარკის შესაძლებლობებს ფრანგული კომპანია  Invivogen-ც იყენებს: კომპანია აწარმოებს ხელსაწყოებს ყველაზე თანამედროვე  ბიოკვლევებისთვის. შაობინგ ლი ამ კომპანიის  დირექტორია ჰონგ-კონგში. იგი აღწერს, თუ როგორ მუშაობს მათი გამოგონება „მოხსენების ფიჭური კავშირი“.

შაობინგ ლი, კომპანია InvivoGen-ის  დირექტორი:

„ჩვენი „მოხსენების ფიჭური კავშირია“ ჩადებულია მოწყობილობებში. ვაქცინაციის შემდეგ ჩვენს ფიჭურ ხაზს იყენებენ, რათა შეამოწმონ იმუნიტეტის რეაქცია აცრაზე. ამისთვის ჩვენ ნაკადურ ციტომეტრს ვიყენებთ. ეს მოწყობილობა შეიძლება ნახევარი მილიონი ევროც კი ღირდეს. მაგრამ აქ, სამეცნიერო პარკში, ისინი გვაძლევენ ამ ნაკადურ ციტომეტრს.“

ჰონგ-კონგის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკების კორპორაცია უკვე 20 წლისაა და 1000 კომპანიას მოიცავს. მისი დირქტორია ალბერტ ვონგი, რომელიც მომავლის გეგმებზე საუბრობს:

„ჩვენ თანდათან უნდა გავიზარდოთ  ჩვენი ძირითადი ძლიერი მხარეების წყალობით, მათ შორის კვლევასა და ბაზარზე წვდომასაც ვგულისხმობ. მთელი ცხოვრება მულტინაციონალურ კომპანიებში ვმუშაობდი, ძირითადად დასავლურში, მრავალი წელი ძალიან დიდ კომპანიაში ვიყავი დასაქმებული. მე ვმუშაობ კომპანიების შერწყმა-შესყიდვისა და მენეჯმენტის მიმართულებით. როგორც წესი, რესურსები შეზღუდულია ხოლმე და შეძლებისდაგვარად კარგად უნდა გამოიყენო.

ალბერტი პრობლემების გადაჭრის მეთოდებსაც ეხება:

ელექტრონული და ბიოსამედიცინო ლაბორატორიების,  მონაცემების, რობოტების, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით. ზოგჯერ ვირტუალურ  ლაბორატორიებსაც კი მივმართავთ, რათა ხალხმა შეძლოს მოსვლა. მათ არ სჭირდებათ ძვირად ღირებული აპარატურის შეძენა, შეუძლიათ პირდაპირ საკუთარი ტექნოლოგია შექმნან, კვლევა და განვითარება  დაიწყონ.“

ჰონგ-კონგიდან  ერთი-ორი საათის სავალის  მანძილზე 80 მილიონი კაცი ცხოვრობს. ეს უზარმაზარი ბაზარია სამეცნიერო პარკის ფარგლებში შექმნილი პროდუქციისთვის.  გარდა ამისა,  ჰონგ-კონგს გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია,  რათა  ტექნოლოგიები ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ფარგლებს გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავიდეს.

ავტორი: კრის ბერნსი

უახლესი

სხვა ამბები

ჰონგ-კონგიჰონგ-კონგი