მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგძობენ

უკრაინული ძალები ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას განაგძობენ

უკრაინული ძალები განაგრძობენ ტერიტორიების გათავისუფლებას მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე. ისინი ასევე წინ მიიწევენ ხერსონის რეგიონში.

დონეცკის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული ძალების მთავარი ბასტიონის, ლიმანის დაბრუნების შემდეგ, ქალაქს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.

რუსი სამხედროები უკან დახევისას სახმელეთო ნაღმებს ტოვებენ. ლიმანთან ახლოს ერთ-ერთ გზაზე გამნაღმველთა ჯგუფები ცდილობენ მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდას.

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალები ლიმანიდან განდევნეს, საკვებისა და მედიკამენტების რიგში ადგილობრივები გამოჩნდნენ.

ლიმანის ერთ-ერთი მკვიდრი ჰყვება, რომ აღარ შემეძლო რუსი ფაშისტების ატანა. იხსენებს, რომ რუსები ყველგან თავიანთი დროშები მოჰქონდათ და ქუჩებში ტანკებითა და სატვირთოებით დადიოდნენ.

ლიმანის პოლიციის უფროსი, იგორ უგნივენკო ამბობს, რომ ახლა ქალაქში უკრაინული პოლიცია დაბრუნდა. მისი თქმით, ისინი აღადგენენ ქალაქს და დაეხმარებიან ხალხს დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.

მოსკოვში, უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის შესახებ ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადადის.

ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე, მოსკოვი განაგრძობს რეზერვისტთა მობილიზაციას. უკვე დარეგისტრირებულია 200 000 პირი, რომლებსაც წვრთნებზე გაგზავნიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend