ირანში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მასა ამინის სიკდვილის შემდეგ დაწყებული პროტესტი უკვე მესამე კვირაა გრძელდება. სოციალურ ქსელში ვრცელდება სკოლის მოსწავლე გოგონების ვიდეოც, სადაც ისინი სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლის თვალწინ თავსაბურავს იხსნიან.
A girls' school invites a member of the paramilitary volunteer force Basij, part of Iran's Revolutionary Guard, to address students about #MahsaAmini protests. In response, schoolgirls remove their head coverings and chant "get lost, Basiji".#مهسا_امینی pic.twitter.com/rYCJRfrp6F
— Shayan Sardarizadeh (@Shayan86) October 5, 2022
Women and in recent days teenage girls have been at forefront of #IranProtests2022. In this video while schoolgirls are waving their hijabs in air chanting "freedom, freedom", an older woman -apparently one of their mothers- join in clapping. #مهسا_امینی pic.twitter.com/wxQQ2LtYWL
— Khosro Kalbasi Isfahani (@KhosroKalbasi) October 5, 2022
ირანელი აქტივისტების ცნობით, სკოლის მოსწავლეების პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება. “ბასიჯი” ეს არის სამხედრო დაჯგუფება, რომლებმაც ირანში მასობრივი პროტესტის შეჩერებას ცდილობენ, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება. ამჯერად, ახალგაზრდებმა სწორედ „ბასიჯის” წარმომადგენლის თვალწინ გამოხატეს პროტესტი.
ირანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, აქციების დროს მინიმუმ 154 ადამიანი დაიღუპა და ყველაზე სასტიკი შეტაკება ქალაქ ზახედანში 30 სექტემბერს მოხდა.
ამ დღეს ირანში უკვე უწოდეს „სისხლიანი პარასკევი“. უფლებადამცველების ცნობით, სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა ამ დღეს, რადგან ცნობილი გახდა 15 წლის გოგოს გაუპატიურების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, მასზე პოლიციის უფროსმა იძალადა. აქტივისტები შეიკრიბნენ პოლიციის შენობასთან და ითხოვდნენ მოძალადის დასჯას, რა დროსაც აქტივისტების მისამართით პოლიციამ ცეცხლი გახსნა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, პირიქით “შეიარაღებულმა დამნაშავეებმა” დაიწყეს სროლა და თავს დაესხნენ პოლიციელებს, რის შედეგადაც ირანის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელი დაიღუპა.
ირანის ხელისუფლება ზახედანში მომხდარ შეტაკებას ტეორისტულ აქტს უწოდებს.
შეგახსენებთ, 22 წლის მასა ამინი ზნეობის პოლიციამ დააკავა, რადგან მას პოლიციის აზრით არასწორად ეკეთა ჰიჯაბი. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. უფლებადამცველების ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი თავის ტრავმა გახდა, რომელიც მას პოლიციის განყოფილებაში მიაყენეს, ხოლო ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა.