ამერიკის შეერთებულ შტატებში იხსნება ქართული ხელოვნების პირველი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა. ნიუ ჯერსიში მდებარე ზიმერლის ხელოვნების მუზეუმი დამთვალიერებელს წარუდგენს საბჭოთა კავშირის ნონკომფრომისტი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს ნორტონ და ნენსი დოჯების კერძო კოლექციიდან. ამერიკაში ქართველი მხატვრების ამ მასშტაბის გამოფენა პირველად ტარდება და გამოიფინება ისეთი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან ოთარ ჩხარტიშვილი, ამირ კაკაბაძე, ლევან მაღალაშვილი, სერგო ფარაჯანოვი, ავთო ვარაზი და სხვა…
გამოფენის ორგანიზატორი და მთავარი კურატორი, ზიმერლის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი და ხელოვნების ისტორიის დოქტორანტობის კანდიდატი რატგერსის უნივერსიტეტში, სოფო გაგოშიძე საუბრობს “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში