მთავარიევროპაუკრაინაოთხთვიანი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ლიმანი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ოთხთვიანი რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ლიმანი ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება

ქალაქ ლიმანის მოსახლეობა თითქმის ოთხთვიანი რუსული ოკუპაციის შემდეგ თავისუფალია. დაახლოებით ასი მოქალაქე ქალაქის ცენტრში უკრაინის ხელისუფლებისგან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბა.

71 წლის მიკოლა სხვა მოქალაქეებთან ერთად ლიმანის ცენტრალურ მოედანზე სხვა ხანშიშესულ ადამიანებთან ერთად მედიკამენტების მისაღებად რიგში იდგა, მისი თქმით ოკუპაციისას ის ცდილობდა სახლი არ დაეტოვებინა.

“სახლს ხშირად არ ვტოვებდი, ვცდილობდით ოკუპანტებს არ გადავყროდით, როგორ გითხრათ, არ გვინდოდა მათთან ურთიერთობა და ვერიდებოდით. გვსურს, რომ მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდეს, კარგი იქნებოდა აფთიაქები და მაღაზიები რომ გაიხსნას, ამჟამად ყველაფრის ნაკლებობაა, ყველაფერი განადგურებულია, კატასტროფაა, ამას თქვენც ხომ ხედავთ“, – წუხს მიკოლა.

ქალაქ ლიმანმა დიდი ზიანი მიიღო რუსული ოკუპაციისას და ასევე უკრაინული ჯარის კონტრშეტევისას, ქალაქში საცხოვრებელ შენობათა დიდი ნაწილი განადგურებულია, ლიმანი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ქალაქია და მას რუსული მხარე ლოგისტიკური მიზნებით იყენებდა. ქალაქში მრავლადაა განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

“აქ ოკუპანტთა სამხედრო ბაზა მდებარეობდა, რუსული მხარე ჩვენი არტილერიის მიერ განადგურებულ სამხედრო ტექნიკას სწორედ აქ უყრიდა თავს. ჩვენს მიერ ლიმანის აღებისას რუსმა სამხედროებმა მოქალაქეებს ავტომობილები წაართვეს და გაქცევას ცდილობდნენ, ჩვენ ოკუპანტებს გზა გადავუღობეთ და გავანადგურეთ“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო სერგიი ჩერევატი.

ლიმანის ქუჩებში ბევრი რუსი სამხედროს ცხედარია, უკრაინული შეტევა გრძელდება აღმოსავლეთის და სამხრეთის ფრონტის ხაზებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend