მთავარისაქართველოვინ უწყობს საქართველოში ხელს ძალადობრივ ჯგუფებს - ახალი კვლევა

ვინ უწყობს საქართველოში ხელს ძალადობრივ ჯგუფებს – ახალი კვლევა

ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები, როგორებიცაა  და ბიზნესმენ ლევან ვასაძის დაჯგუფებები, ხელისუფლებისგან წახალისებულია. ახალი კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხელისუფლებას მინიმუმ არ აქვს ნება, ქვეყანაში აღკვეთოს ექსტრემისტულ-კონსერვატიული ჯგუფების სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები. ორგანიზაცია საუბრობს პოლიციის უმოქმედობაზე, სასამართლო მართლმსაჯულების არასათანადო სასჯელებზე 5 ივლისს მომხდარი ძალადობისას დაკავებული პირების მიმართ.

ხაზგასმულია, რომ მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორების მიმართ, დღემდე არ დამდგარა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მაშინ როცა პროკურატურას და სასამართლოს საკმარისი ფაქტები ჰქონდა. მათივე თქმით, ბუნდოვანია ამ ჯგუფების დაფინანსების საკითხიც. კვლევის მიგნებებში გამოიკვეთა „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“-სთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ფულადი თუ მატერიალური შეწირულობები და დაფინანსების პირდაპირი ფაქტები.

„სასურველია ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფაქტებზე საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები. მონიტორინგის შედეგად ძალიან ბევრი მტკიცებულება გამოვავლინეთ შესაბამისი დასკვნის გასაკეთებლად. ჩვენს მიგნებებში გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“-ს მიმართ არის ლოიალური. უფრო მეტიც, ხელისუფლების და ამ ჯგუფების წარმომადგენელი ლიდერების ნარატივი და გზავნილები, ძალიან ხშირად არის იდენტური. ცალკეულ შემთხვევებში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისები განთავსებული არის „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერების კუთვნილ ფართებში. რაც პირდაპირი ხელშეწყობაა ასეთი ძალების გაძლიერებისთვის. 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან ამ ჯგუფების ლიდერები. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. არაერთი ფაქტი სახეზეა. თუმცა, ისინი დღემდე არ არიან დაპატიმრებული. ასეთი უამრავი საკითხია მოყვანილი ამ ერთწლიან კვლევაში და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ამ ჯგუფებს შეუქმნა სასათბურე პირობები, რითაც მმართველი ძალა სჯის სამოქალაქო აქტივიზმს“, – განაცხადა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა თამარ ხიდაშელმა.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი. მარია ქრისტინა ვან კოლდამი შეშფოთებულია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამო, არასათანადო მართლმსაჯულების განხორციელებით და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ასეთი შესაძლო ფაქტების დროული აღკვეთა მოხდება.

„ჩვენი შეშფოთების მთავარი საგანია 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის მიერ გამართული აქციის დროს მომხდარი ძალადობის ფაქტები, რაც აქტივსიტებს და მედიის წარმომადგენლებს შეეხოთ. გამოძიება დაიწყო და ძალადობრივი ჯგუფების წევრების ნაწილი დააკავეს. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო პროცესი უფრო უნდა გააქტიურდეს და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებმაც შესაბამისად აგონ პასუხი. ასევე აღვნიშნავ ჩემს პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომ წელს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულმა არა ერთმა ღონისძიებამ მშვიდობიანად ჩაიარა და უსაფრთხოებას პოლიცია სათანადოდ იცავდა. იმედი გვაქვს ეს მომავალშიც შენარჩუნდება“, – განაცხადა ელჩმა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მკვლევრების განცხადებით, ამ დაკვირვების მიზანი იყო აღმოეჩინათ, აქვს თუ არა ხელისუფლებას საკმარისი ნება, რომ ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობა აღკვეთოს. ავტორები ამბობენ, რომ  – არა.

სამაგიეროდ, მათივე თქმით, ხელისუფლებას აქვს ნება, დააკავოს ან დაშალოს ისეთი აქტივობები და აქტივისტები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიასა და პროდასავლურ კურსს იცავენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend