მას შემდეგ, რაც კომუნალური გადასახადები მკვეთრად გაიზარდა, ბუდაპეშტში თეატრის შენობებსა და კულტურულ დაწესებულებაში, მათ შორის უნგრეთის ეროვნული ერკელის ოპერის თეატრში, რომელიც 111 წლისაა, დროებით შეჩერდება მუშაობა. ენერგომოხმარების შემცირების მიზნით მთავრობამ გამოსცა განკარგულება, საჯარო შენობებსა და კულტურულ დაწესებულებებში 25 პროცენტით შემცირდეს ენერგომოხმარება.
უნგრეთის სახელმწიფო ოპერის დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადები 8-ჯერ, რიგ შემთხვევებში 10-ჯერ გაძვირდა. შეიძლება, პროცენტულად არასწორი ციფრებია, თუმცა ფასები რომ მკვეთრად გაიზარდა, ცხადია. სილვესტერ ოკოვაჩი ფიქრობს, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ხალხს ხელფასი სჭირდება, ასევე მნიშვნელოვანია შენობების მოვლაც.
ივლისში უნგრეთის მთავრობამ მზარდი ფასებისა და მიწოდების შეფერხების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პრობლემები რუსეთის მიერ მეზობელ უკრაინაში შეჭრითაა გამოწვეული. ქვეყნის მთავრობამ რამდენიმე რეგიონში ზამთრისთვის თეატრების, კინოთეატრების, მუზეუმებისა და სხვა კულტურული დაწესებულების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.