მთავარიევროპაიტალიაიტალიაში ფერმერებს ბიოსაწვავი ენერგოკრიზისის დაძლევა ეხმარება

იტალიაში ფერმერებს ბიოსაწვავი ენერგოკრიზისის დაძლევა ეხმარება

ენერგიისა და საწვავის წარმოება ნაკელისგან – შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს სიმართლეა.  ერთ-ერთ ფერმაში, პიაჩენცაში, 600 ძროხა ჰყავთ. ისინი ყოველდღიურად გარკვეულ რაოდენობა რძეს აწარმოებენ, თუმცა, ამავდროულად, მძღოლებს საწვავის ხარჯების შემცირებაშიც ეხმარებიან.  თავდაპირველად აქ საქონელს ამრავლებდნენ და რძის პროდუქტებს აწარმოებდნენ, თუმცა საოჯახო ბიზნესის მფლობელებმა გადაწყვიტეს, კიდევ ერთი ნაბიჯით წაეწიათ წინ.

ფერმისა და ბენზინგასამართი სადგურის მფლობელმა ნიკოლეტა ჩელამ ბოლო რამდენიმე წელია, წამოიწყო პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მის ოჯახის წევრებს, აგროპროდუქტების პარალელურად აწარმოონ განახლებადი ენერგია ნაკელისგან.

ვინ იფიქრებდა, რომ ძროხები ადამიანებს ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმარებოდნენ.  ადამიანები სვამენ მათ რძეს და იკვებებიან მათი ხორცით, თუმცა ახლა მათი მონელებული საკვების გამოყენებაც შესაძლებელია, რათა ავტომობილებში უფრო იაფი საწავავი ჩაასხან. ფერმის უკან სპეციალური შენობა დგას, სადაც ნაკელისგან  ბიომეთანს გამოყოფენ, შემდეგ კი პირდაპირ სადგურზე მიაქვთ, სადაც მომხმარებლები მოთმინებით ელიან, იაფი საწვავი რომ ჩაასხან.

მწარმოებლები საწვავს  ყვითელი მილით აწვდიან მომხმარებლებს. მძღოლებს აქ ავზის ავსება შედარებით ხელსაყრელ ფასად შეუძლიათ, რადგან მისი ღირებულება ორჯერ ან ზოგჯერ სამჯერ უფრო იაფია სხვა საწვავის ფასებთან.

ნიკოლეტა ჩელა ამბობს, რომ ისინი ბიოსაწვავს ცხოველების ნაკელისგან აწარმოებენ. მისთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ მათი აგრონომიული კომპანიის საქმიანობა ტრანსპორტის სისტემასაც წაადგა.

ბენზინგასამართი სადგური გასულ თებერვალს გაიხსნა, რამდენიმე კვირით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და ფასები საგრძნობლად გაიზრდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, აქ უკვე მიაგნეს გზას,  როგორ გაუმკლავდნენ არსებულ ენერგოკრიზისს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend