ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულდა და როგორც სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, წელს ტურისტულმა სფერომ საქართველოში პანდემიით გამოწვეული ორწლიანი კრიზისის შემდეგ ფაქტობრივად ამოისუნთქა.
იმავე წყაროს ცნობით, ზაფხულის განმავლობაში საქართველოში სასტუმროების 60% ძირითადად დატვირთული იყო ტურისტებით გალფის ქვეყნებიდან და ისრაელიდან. ასევე იგრძნობა რუსი მიგრანტების გავლენას ამ სფეროზე, თუმცა ისინი ძირითადად სასტუმროებში არ ჩერდებიან.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი