მთავარიაზიაინდონეზიაინდონეზიაში საფეხბურთო მოედანზე დაღუპულებს გლოვობენ

ინდონეზიაში საფეხბურთო მოედანზე დაღუპულებს გლოვობენ

შავებში ჩაცმული ინდონეზიური საფეხბურთო კლუბის ,,FC Arema”-ს ფეხბურთელები ორშაბათს  სტადიონის წინ შეიკრიბნენ, სადაც შაბათს ღამით 125 მხარდამჭერი დაიღუპა მათ შორის 32 ბავშვი.

საფეხბურთო კლუბის არემას დამარცხების შემდეგ გულშემატკივრები სტადიონზე შიჭრნენ, რის შემდეგაც პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, რის შემდეგაც ათასობით ადამიანი გასასვლელებისკენ გაიქცა, სადაც 125 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჰაერის უკმარისობა გახდა. ფეხბურთელებმა დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ინდონეზიაში ფიქრობენ, პოლიციას არეულოების განსამუხტად ცრემლსადენი აირი არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ამ გადაწყვეტილებამ უფრო მეტად გამოიწვია ქაოსი. ინდონეზიის საფეხბურთო ლიგამ საქმიანობა ერთი კვირით შეაჩერა. მიმდინარეობს გამოძიება. ინდონეზიის პრეზიდენტი კი გარდაცვლილების ოჯახის წევრებს  ფულად კომპენსაციას ჰპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend