მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონში ასობით მომიტინგემ მაღალი გადასახადები და გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

ლონდონში ასობით მომიტინგემ მაღალი გადასახადები და გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში ასობით დემონსტრანტი კინგს- კროსის სადგურის წინ შეიკრიბა. ისინი მაღალ გადასახადებსა და გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ.  დემონსტრაციაზე გამოჩნდა ბანერები წარწერებით: „დაბეგრეთ მდიდრები და შეეშვით ღარიბებზე თავდასხმას“, „მხარი დაუჭირეთ გაფიცვებს“ და „ყველას სჭირდება ხელფასების ზრდა“.

დემონსტრაციაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები უჭერენ მხარს, კონსერვატიული პარტიის საწინააღმდეგო შეძახილებიც ისმოდა.

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზე, ლიზ ტრასზეც, იზრდება ზეწოლა. ლიზ ტრასი ჯერ მხოლოდ ოთხი კვირაა, რაც თანამდებობაზეა, თუმცა მისმა ახალმა მინისაბიუჯეტო პროგრამამ უკვე გამოიწვია პროტესტი.

ორგანიზაცია „იუგოვმა“ ჩაატარა კვლევა.  გამოკითხულთა 51 პროცენტს მიაჩნია, რომ  პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

30 ოქტომბერს გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის ეკონომიკას ჯერჯერობით რეცესია არ ემუქრება,  რაც კარგი ამბავია მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის, თუმცა გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო ქვეყანა შესაძლოა მაინც აღმოჩნდეს გამოწვევების წინაშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend