მთავარიგადაცემებიCULTლიონის ტრადიციული თანამედროვე ხელოვნების ბიენალე გაიხსნა

ლიონის ტრადიციული თანამედროვე ხელოვნების ბიენალე გაიხსნა

საფრანგეთის ქალაქ ლიონში  თანამედროვე ხელოვნების მეთექვსმეტე ბიენალე გაიხსნა, სადაც  დამთვალიერებლებს რამდენიმე  მიმზიდველი გამოფენა და მუზეუმი ელდოებათ, რომლებშიც წარმოდგენილია  როგორც რომაული არქეოლოგიური გათხრების, ისე ინდუსტრიული ნარჩენების თემა, ასევე რელიგიური მუზეუმი და ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი.

ამ ბიენალეს მიზანია, რომ წარსულის ხელოვნება თანამედროვეს შეახვედროს და თან მომავლისკენ გაიხედოს.

იზაბელა ბერტოლოტი, ლიონის ბიენალეს ერთ-ერთი დირექტორი:

„ძალიან გაგვიმართა ლიონში, რომ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ისტორიას არქიტექტურისა და მუზეუმების საშუალებით. აქ მართლაც ფართოდ არის წარმოდგენილი ანტიკური ხანა და თანამედროვეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთთან დავაკავშიროთ თანამედროვე და ძველი ხელოვნება და დავინახოთ ყველა შესაძლო   შეხების წერტილი, რომლებიც არსებობს ამ ორ დროებასა და მათ წარმომადგენელ ხელოვანებს შორის.“

Fagor-ის ყოფილი ქარხნების გაუკაცრიელებული საამქროები წლევანდელი ბიენალეს ყველაზე დიდი საგამოფენო სივრცეა. აქ წარმოდგენილია ხელოვნების სრული სპექტრი, მხატვრობით დაწყებული მულტიმედიით დამთავრებული,  ქანდაკებისა და ფოტოგრაფიის ჩათვლით.

გამოფენა, სახელწოდებით „სიმყიფის მანიფესტი“ ორმა საქვეყნოდ ცნობილმა კურატორმა სემ ბარდაუილმა და ტილ ფელრათმა მოაწყო.

სემ ბარდაუილი, „ლიონის ბიენალე 2022“-ის (Biennale de Lyon 2022) ერთ-ერთი კურატორი:

„აქ ჩამოსული მრავალი ხელოვანი ლიბანიდანაა, ან მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან. სწორედ ეს იყო ჩემი და ტილის შთაგონების ერთ-ერთი წყარო, რომ მეფიქრა ხელოვანებზე, მათ სუსტ მხარეზე, მასალებზე, რომლებსაც იყენებენ, იმ პრობლემებზე, რომლების გადაჭრაც უხდებათ და იმ კითხვებზე, რომლებსაც ისინი სვამენ.“

ტილ ფელრათი, „ლიონის ბიენალე 2022“-ის (Biennale de Lyon 2022) ერთ-ერთი კურატორი:

„ეს ხელოვანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან, ისინი გარკვეულ საკითხებზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია დროში ასეთი ვერტიკალური თანხვედრა, რათა გამოჩნდეს, რომ გარკვეული საკითხები უკან ბრუნდება და რომ შესაძლოა, სულაც არ განვსხვავდებით 2000 წლის წინანდელი ადამიანისგან. ტექნოლოგია კი იცვლება, მაგრამ სულის სიღრმეში ალბათ ისვე ისე ხალხი ვართ და, ურთიერთგაგების თვალსაზრისით, კაცობრიობა მრავალი მიმართულებით ერთიანია.“

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ინსტალაცია ბელგიელი ხელოვანის ჰანს ოპ დე ბეკის ნახელავია: უზარმაზარ ანგარშში წარმოდგენილია  აპოკალიპსის შემდგომი ქალაქი ან ბანაკი. ნამუშევარს ეწოდება „ მხოლოდ ჩვენ დავრჩით.“

ჰანს ოპ დე ბეკი, ხელოვანი:

„ამ უფერულ გარემოში ერთადერთი ფერადი ელემენტი დამთვალიერებელია. როდესაც ამ ნაცრისფერ გარემოში ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ, ძალიან უცნაურად გამოვირჩევით, რადგან ძალიან ფერადები ვართ. და ეს განსხვავება რეალურ ფერად სიცოცხლესა და აბსტრაქტულ ნასახლარს შორის მკაფიოდ ჩანს. ისე, როგორც, მაგალითად, შავ-თეთრი ფოტო, ესეც დროსა და სივრცის აბსტრაქციაა.“

კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე არის „ბუნებისმეტყველების ისტორიის გიმეს ყოფილი მუზეუმი“ ლიონში, სადაც წარმოდგენილია ფრანგი უგო სკიავის მონუმენტური გამოფენა, სახელწოდებით „გადანერგილი მეხსიერების სისტემა.

უგო სკიავი, ხელოვანი:

„ბუნებისმეტყველების ისტორიის ეს მუზეუმი მონაცემთა ცენტრად არის გადაკეთებული, მაგრამ ეს ცენტრი უკვე მიტოვებულია. ასე რომ, ეს არის უკვე მიტოვებული მომავალი, სადაც კაბელები ფესვებივითაა გახლართული, მცენარეებმა საბოლოოდ ჩაანაცვლეს ყველა ის მონაცემი, რომლებიც ამ კაბელებში გაედინება.“

ლიონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილია მთავარი გამოფენა  „ბეირუთი და  სამოციანების ოქროს ხანა.“

აქ წარმოდგენილია წარსულისა და აწმყოს  ნამუშევრები, მათ შორის ბევრია თანამედროვე ლიბანელი ხელოვანი, მაგალითად, ორი კინორეჟისორი, რომლებმაც მულტიმედიური ინსტალაცია გააკეთეს 4 აგვისტოს გამანადგურებელი აფეთქების თემაზე.

ჯოანა ჰაჯითომასი, ბეირუთელი ხელოვანი:

„ჩვენი ბეირუთის სტუდია და იქ შენახული მრავალი ნამუშევარი განადგურდა. ამან გვაიძულა დავფიქრებულიყავით ხელოვნებისა  და ზოგადად იმ ინსტიტუტების სიმყიფეზე, რომლებმაც ხელოვნება უნდა დაიცვან. და რადგან სწორედ ეს იყო თემა, სწორედ ამაზე ვიმუშავეთ, როგორც აფეთქების ერთგვარ სიმბოლოზე.“

გამოფენა „სიმყიფის მანიფესტი“  31 დეკემბრამდე უმასპინძლებს მსურველებს.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend