რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დოკუმენტს. ეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთებამდე ჩატარებული იურიდიული ფორმალობაა.
განკარგულებაში პუტინი ხელს აწერს, რომ უკრაინის ამ ოლქების დამოუკიდებლად აღიარება შეესაბამება საერთაშორისო სამართლის წესებსა და ნორმებს, რომელსაც გაერო ამყარებს. გაეროში კი განაცხადეს, რომ ეს რეფერენდუმი სამხედრო ოკუპაციის პირობებში ჩატარდა და შეუძლებელია მას ჰქონდეს კანონიერი ძალა.
მსოფლიოში არცერთ ქვეყანას უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
უკრაინული რეგიონების ანექსიის ფონზე, გრძელდება ბრძოლები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში, სადაც კონცეტრირებულია რუსული არმია. ამაზე შეფასებას ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს. მათი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის დაასრულეს ქალაქ ლიმანისთვის ალყის შემორტყმა და ამაზე საუბრობენ არამხოლოდ უკრაინელები, არამედ პრორუსული ბლოგერები, რომლებიც ადგილიდან იღებენ ინფორმაციას. ინსტიტუტის შეფასებით, თუ დღესვე გაათავისუფლებენ ქალაქს უკრაინელები, ეს პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საზეიმო ცერემონიებს დაჩრდილავს და საშუალებას მისცემს უკრაინას გააგრძელოს კონტრშეტევა დონბასის სიღრმეში.
Eastern #Ukraine Update:
Ukrainian troops have likely nearly completed the encirclement of the #Russian grouping in #Lyman and cut critical ground lines of communication (GLOCS) that support Russian troops in the Drobysheve-Lyman area. /1https://t.co/RzCU0FE42G pic.twitter.com/ltaaysjQxg
— ISW (@TheStudyofWar) September 30, 2022