მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი მობილიზაციის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას მოითხოვს

ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის დროს დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას მოითხოვს

რუსეთის მოქალაქეებს ჯარისკაცებისა და რეზერვისტების მობილიზაციისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. ლევადას ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსების 47 პროცენტი შეშფოთებულია გამოცხადებული მობილიზაციის გამო, 23 პროცენტი კი სიამაყითაა აღვსილი. გასაწვევთა სიებში არსებულმა ხარვეზებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ეს დამოკიდებულება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მობილიზაციის დროს გამოვლენილი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს, რათა მომავალში იგივე არ განმეორდეს. შეცდომები იყო იმ მოქალაქეების გაწვევის დროსაც, რომლებსაც ომში წასვლა არ მოეთხოვებოდათ. ესენი იყვნენ მრავალშვილიანი მამები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ან ის ადამიანები,  რომლებიც  ასაკობრივ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ. ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ეს საკითხები ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ და შეცდომის შემთხვევაში სახლში უნდა დააბრუნონ ისინი, ვინც მობილიზაციის მოთხოვნების გათვალისწინებით არასწორად გაიწვიეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება ახლად გაწვეულებს სთხოვს, თან იქონიონ სრული აღჭურვილობა, ჩაფხუტიდან დაწყებული ტყვიაგაუმტარი ჟილეტებით დამთავრებული. მაღაზიები გადატვირთულია. ზოგიერთი რეზერვისტი გაწვევამდე იმარაგებს საჭირო ნივთებს.

სხვებს კი ომთან დაკავშირებით ნაკლები ენთუზიაზმი აქვთ. რუსეთის ათასობით მოქალაქე მეზობელ ქვეყნებში გარბის, მაგალითად, საქართველოში. საზღვარზე რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია. საქართველოს ხელისუფლება  ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მათ, ვისაც ღამის გათენება ღია ცის ქვეშ უწევს და მათ წყალსა და საბნებს ურიგებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend