მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგები ცნობილია

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორებზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგები ცნობილია

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკში, ლუჰანსკში, ზაპორიჟიასა და ხერსონში გამართულ ე.წ. რეფერენდუმებზე აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთთან შეერთებას ხერსონის რეგიონში მოსახლეობის  97%-მა მისცა ხმა. ზაპორიჟიის რეგიონში –  98%-მა, ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკებში – რუსეთთან შეერთებას მოსახლეობის 98%-მა დაუჭირა მხარი.

„იმ ტერიტორიებზე, სადაც რეფერენდუმი ტარდება, ადამიანების გადარჩენის საკითხი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაპირებული ე.წ ,,ხსნა“, უკრაინის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის სპიკერის, პიტერ სტანოს არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ რეფერენდუმების შედეგებს.

ბრიუსელში კი უფრო ქმედით ნაბიჯებს დგამენ და აცხადებენ,  რომ დაწესდება შესაბამისი სანქციები ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც მონაწილეობენ უკანონო, არალეგიტიმური რეფერენდუმის გამართვაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. ვარაუდობენ,  რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას რამდენიმე დღეში, შესაძლოა სწორედ ამ პარასკევს გამოაცხადებს.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბირთვულ საფრთხეს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend