28 და 29 სექტემბერს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და ფონდი არველაძის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეშვიდედ ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი განხორციელდება.
საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, რომლის განაღდებასაც ისინი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელებლის სტენდთან შეძლებენ.
პროექტის მნიშვნელობაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ლებანიძემ ისაუბრა