მთავარიdraft geoსაქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. სეზონის ბოლო მატჩში ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად გიბრალტარი 2:1 დაამარცხა. გოლები ხვიჩა კვარცხელიამ და გიორგი წიტაიშვილმა გაიტანეს. საქართველოს ნაკრებმა 11 მატჩი წაუგებლად გამართა რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ნაკრებმა 16 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ან ყაზახეთის ნაკრებს შეხვდება.

„ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ხელოვნურ საფარზე ფაქტობრივად არავის უთამაშია წლის განმავლობაში. თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველი ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეტოქეს შანსი არ ჰქონია. მეორე ნახევარში, როდესაც თამაშში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ, სათადარიგოთა სკამიდან შესული მოთამაშეებისგან მეტის მოლოდინი მქონდა. გასულ მატჩებში მოედანზე 5-10 წუთით შესული მოთამაშეები პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმეს და ბოლომდე იხარჯებოდნენ რაც ჩვენი უპირატესობა იყო. დღეს კი, ასე არ ყოფილა. ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ მოედანზე თუნდაც რამდენიმე წუთით შესვლისას ბოლომდე უნდა დაიხარჯო, ასი პროცენტი უნდა გაიღო გუნდისთვის, პატივი უნდა სცე სტრატეგიას და დაიცვა დისციპლინა.  როგორც ვთქვი, ეს ტურნირის ბოლო მატჩი იყო, გვქონდა სირთულეები, თუმცა საბოლოო ჯამში, 16 ქულა გვაქვს, რაც საუკეთესო შედეგია დივიზიონში და ამით უნდა ვიამაყოთ. ყოველთვის ყველაფერი სწორად რომ გავაკეთოთ, სასწავლი არაფერი გვექნება. ამ მატჩმა დაგვანახა, რომ სასწავლი კიდევ ბევრი გვაქვს და ეს მომავალს ძალიან საინტერესოს ხდის.” – განაცხადა მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა.

ერთა ლიგის მომდევნო სეზონიდან საქართველოს ნაკრები ბი ლიგაში ითამაშებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend