გაეროს ასამბლეაზე, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის წარმომადგენლები სუამის ფორმატში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ხელშეკრულება გააფორმეს საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესახებ. ანუ, სუამის ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ ერთმანეთის ნედლეული, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატში კი ჩაიწერება ის ქვეყანა, სადაც პროდუქტი მიიღებს საბოლოო სახეს. ეს თავისუფალი სავაჭრო ზონის განვითარების წინაპირობაა და თანაც კიდევ ერთი პლატფორმაა, სადაც საქართველო და უკრაინა ერთად არიან.
ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში